წიგნის თარგმნის პროგრამა 2021

4 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე.

 

პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

 

პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  

  • მედია
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • ზოგადი განათლება
  • მხატრული ლიტერატურა
  • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება;

  

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიიღების ვადებია:

29 მარტი, 2021

8 ივნისი, 2021

 

საპროექტო განაცხადი ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და გთხოვთ, სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ ბმული.

 

წარმატებას გისურვებთ!