სტუდენტური კონკურსი პლაგიატის შესახებ

17 თებერვალი 2020
                                           

 

17 თებერვალს, პლაგიატის შესახებ, სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლიდნენ. კონკურსის ნახევარფინალში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მოხვდნენ:


შერმადინ ოსაძე - CSB
მარიამ ჭყონია - CSB
გიორგი ხმელიძე - CSB
ანა სურმანიძე - CSG
გიორგი კოტრიკაძე - CSG


პლაგიატის შესახებ სტუდენტური პოსტერების კონკურსი, პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში მიმდინარეობდა.


INTEGRITY ევროკავშირის მიერ, ერაზმუს პლუსის, ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.


პროექტი მიზნად ისახავს შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხორციელდება თორმეტ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან, წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.

 
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: http://bit.do/fpkdL


ფინალისტების სია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/fuwNR