6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, პაბლო ალონსოს უმასპინძლა. ვიზიტი ევროკომისიის ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამით დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება სამეწარმეო უნივერსიტეტებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (EUCA-InVEst)“ ფარგლებში გაიმართა.
ვიზიტის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორ C10-ის გარე შეფასება ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის. შეხვედრები გაიმართა, სტარტაპ აქსელერატორის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან.