9 დეკემბერს, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში გაიმართა ე.წ. kick off შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა და პროექტის კონსორციუმში შემავალი სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.
პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონული უნივერსიტეტი, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.