გაცნობებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ.-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური (PAS) აცხადებს აპლიკაციების მიღებას საზოგადოებრივი დიპლომატიის მცირე საგრანტო პროგრამაზე. საპროექტო განაცხადები უნდა აძლიერებდეს აშშ-სა და საქართველოს კულტურულ კავშირს საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ხაზს უსვამს ორმაგი თანამშრომლობის საერთო ღირებულებებს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
განაცხადის წარდგენა შეუძლია:
- რეგისტრირებულ არამომგებიან ორგანიზაციებს
- ინდივიდებს
- არამომგებიან ან სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს
საგრანტო პროექტის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს $5,000 დან $24,000-მდე ოდენობით.
საპროექტო განაცხადის წარდგენის დედლაინებია:
- აპრილი 1, 2021
- ივლისის 1, 2021
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და წარსადგენი სააპლიკაციო ფორმები, გთხოვთ, იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ პროგრამის დასახელება (Cultural and Educational Small Grants Program).
წარმატებას გისურვებთ!