დასკვნითი შეხვედრა EFMD-ის მენტორებთან

13 იანვარი 2022

12 იანვარს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისბის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა  კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრ მაცაცო ტეფნაძესა და EFMD -ის მენტორებს შორის.

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ანგარიშის პროექტი, რომელშიც წარმოდგენილია  15-მდე მესამე მისიის აქტივობა. აღნიშნული აქტივობები განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტების და ადმინისტრაციული პერსონალის აქტიური ჩართულობით. 

 

რეპორტში შეფასებულია 3M აქტივობები და მათი მნიშვნელობა. ასევე  განისაზღვრა კავშირები  უნივერსიტეტის სტრატეგიულ ამოცანებთან,  3M აქტივობების მიზანშეწონილობა და სოციალური ზეგავლენის მასშტაბი. 

 

EFMD-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ანგარიშის პროექტი და გაგვიზიარეს დასკვნები შემდგომი ნაბიჯების გასაუმჯობესებლად.