გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
საპროექტო განაცხადი ქვემოთ მოცემული თემებიდან ერთ–ერთს:
1. ეკონომიკური ზრდა:
- სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
- ტურიზმის განვითარება/სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
- ზოგადი განათლება
2. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:
- ქალების გაძლიერება
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
- ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა;
3. სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:
- ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
- ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედია კონტენტის წარმოებაში
- ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
- კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი, 18:00 სთ, 2021.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
წარმატებას გისურვებთ!