ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა კაუნასში

24 მარტი 2022

 

                                                             

 

                                                                                 

14-16 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) - შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა),  უმასპინძლა. 

შეხვედრაში, პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონული ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი, მაცაცო ტეფნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, ელენე ასიტაშვილი.

შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების LLL კურსების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები. პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა ტრენინგ მოდულები უნივერსიტეტის მესამე მისიისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით შეიმუშავა, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს