|
17 მაისს, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში - ევროკავშირის სამართლებრივი სახე - კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი „ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი“.
ტრენინგს 45 პირი ესწრებოდა, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, იურისტები, აკადემიური პერსონალი, შრომის სამართლის სპეციალისტები, სტუდენტები, სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომლები.
დღის ბოლოს, მონაწილეებს დაურიგდათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ტრენინგის განხორციელება კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრმა უზრუნველყო (მონაწილეთა შერჩევა, მოწვევა, კვება, ტექნიკა, ტრენინგის მასალები, კოვიდ-19-ის რეგულაციების შესაბამისი მოწყობა).
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ დანართი: დღის წესრიგები