6-8 ივნისს, ევროკავშირის ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის, „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (Strengthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities - SQUARE)“ ფარგლებში, ტურკუს უნივერსიტეტმა სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.
სასწავლო ტურში 8 პარტნიორი უნივერსიტეტისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსმა, მაცაცო ტეფნაძემ.
სასწავლო ტურის ფარგლებში, ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სასწავლო ტურის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ტურკუს უნივერსიტეტის მესამე მისიის მიზნებისა და აქტივობების შესახებ. მონაწილეებს ასევე წარუდგინეს პრეზენტაციები ტურკუს უნივერსიტეტის დაფინანსებაზე მესამე მისიის ეფექტის გაზომვასთან დაკავშირებით. მონაწილეები ასევე გაეცნენ ტურკუს უნივერსიტეტში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, და თანამშრომლობას კომპანიებთან, როგორც კვლევის კომერციალიზაციის მხარდამჭერ საშუალებას.
პროექტ SQAURE-ის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას.
პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.