ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სასწავლო ტური პარიზში

27 აპრილი 2022

 

                                            

20-22 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ფარგლებში, პარიზის ხელოვნების ეროვნულმა კონსერვატორიამ სასწავლო ტურს უმასპინძლა. სასწავლო ტურში 8 პარტნიორი უნივერსიტეტისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსმა, მაცაცო ტეფნაძემ

 

პარიზის ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია პიონერი ინსტიტუტია საფრანგეთში, რომელსაც გააჩნია უნივერსიტეტების ტრადიციული აუდიტორიების გარეთ ცოდნის გავრცელების უფლებამოსილება. დაწესებულება ეფუძნება მის გამოცდილებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცოდნის გავრცელების კოორდინაციის საქმეში, განსაკუთრებით მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმის მეშვეობით. მათი გამოცდილება აუცილებელია პროექტის მიზნებთან დაკავშირებით ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კონსერვატორია, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მე-3 მისიის სტრატეგიული დაგეგმვის, განხორციელებასა და შეფასებაში, ხელმძღვანელობს მიმდინარე მე-3 მისიის პროექტის აქტივობებს კულტურულ კონტექსტში.

 

ტექნიკური გამოცდილების გაზიარების გარდა, სასწავლო ტურის ფარგლებში ეროვნულმა კონსერვატორიამ ქართველ პარტნიორებს მე-3 მისიის აქტივობების ფართო და მრავალფეროვანი პანორამა გაუზიარა, რომელიც განთავსებულია კონსერვატორიის მეცნიერებათა და ტექნიკური პროგრესის ისტორიის მუზეუმში, კარნავალის მუზეუმში, ასევე სამრეწველო ტესტირების ცენტრში და წარმოადგენს უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების დემონსტრირებას. შედეგად, სასწავლო ტურმა გააძლიერა ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა ქართულ აკადემიურ ინსტიტუტებსა და მათ ევროპელ კოლეგებს შორის.

 

პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში შემდეგი სასწავლო ტურის ჩატარება მაისში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დაგეგმილი.