HERD-ის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

10 მაისი 2022

 

                                                                        

 

2022 წლის 2-6 მაისს Erasmus + -ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD“ პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია.

 

დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის 10 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა, პროექტში ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. ვიზიტს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).

 

ვიზიტის ფარგლებში, HERD-ის პროექტის 12 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - ბატონ ზაზა მარუაშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკებსა და გამოცდილებებს სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების მართვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი დრეზდენის კონცეფციის სახელითაა ცნობილი და საქართველოში კვლევისა და განვითარების მიმართულების შემდგომი განვითარების ორიენტირად განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა HERD-ის პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისა და ერთიანი ეროვნული სამეცნიერო პორტალის უნიფიცირებაზე მიმართული აქტივობებიც.

 

კავკასიის უნივერსტიტეტიდან შეხვედრებში მონაწილეობდა კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი.