ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, შემოდგომის სემესტრი

28 სექტემბერი 2023

 

 

ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2023, შემოდგომის სემესტრი

 

 

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).

 

მოდულს უძღვებიან პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.

 

მოდულის ფარგლებში, 2023 წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, კერძოდ, შრომის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის სასწავლო კურსებზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, 19 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს 5 ჯგუფად  ჩატარდა  3-3 საათიანი ლექციები თემებზე:

 

  1. „ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის პოლიტიკა“. (იხ. მიბმული პრეზენტაცია).
  2. ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, ევროკავშირის მოქალაქეობა (იხ. მიბმული პრეზენტაცია).

 

ლექციებს დაესწრო:  

 

 

შემოდგომის სემესტრში ჟან მონეს მოდულის ფარგლებში გათვალისწინებულ 3 საათიან ლექციებს სულ დაესწო 157 სტუდენტი.

 

ლექციები შეეხო თემებს:

 

  • ევროკავშირის შექმნა და გაფართოება;
  • ევროკავშირის ფასეულობები;
  • ევროპელი და ევროპეიზაცია;
  • ევროპული ინტეგრაციის არსი და კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმები, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა ნაწილში;
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დედააზრი, დანიშნულება და ზეგავლენა ქართული სამართლისა და პოლიტიკის პროგრესზე.
  • ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია და მისი როლი ევროკავშირის სამართალში.
  • ქარტიის სტრუქტურა და მუხლების შინაარსი.
  • ევროკავშირის მოქალაქეობის ცნება
  • ევროკავშირის შრომის სამართლის რეგულირების სფერო;
  • და სხვა.

 

ამავდროულად, ლექციებზე დრო გამოიყო კითხვა-პასუხისთვის, განსაკუთრებით სტუდენტებს აინტერესებდათ უფლებათა დაცვის მექანიზმები ევროკავშირში და საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების სტატუსის ასპექტები.

 

შემოდგომის სემესტრში ლექციებს ხელმძღვანელობდა პროფესორი გურანდა ჭელიძე.

 

შემოდგომის სემესტრში სტუდენტებისთვის სულ ჩატარდა 15 საათიანი სწავლება.

 

ლექციების ციკლის დასრულების შემდეგ, მომზადდა კითხვარი სტუდენტებისთვის ჟან მონეს სასწავლო კომპონენტის შეფასების მიზნით.