ჟან მონეს პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ევროკავშირის სამართლის ტრენინგი ბათუმში

13 ივლისი 2021
                                                                

 

ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“  ფარგლებში 8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა  ჩაატარა ევროკავშირის სამართლის ტრენინგის  მეორე ნაწილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბათუმში (სასტუმრო შერატონი). 

 

ბათუმში ევროკავშირის სამართლის ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმების, ქართული სამართლის ევროპეიზაციის შესახებ შემეცნების ზრდის ხელშეწყობა რეგიონში, ამასთან, საუნივერსიტეტო ცოდნის ექსპორტი ფართო პროფესიული და აკადემიური წრეებისადმი. 

 

8 ივლისს, ტრენინგი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟან მონეს პროექტის კოორდინატორმა სოფიო შენგელიამ. 

 

ტრენინგს ესწრებოდა 80 პირი  - რეგიონის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ბათუმის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რეგიონის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, რეგიონის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომლები.  

 

8 ივლისის ტრენინგის თემატიკა იყო შემდეგი:  

 

  • სახელმწიფო შესყიდვების რეგულირება ევროკავშირსა და საქართველოში (კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი ლევან მოსახლიშვილი)
  • კარტელებისა და სახელმწიფო დახმარების რეგულირება ევროკავშირსა და საქართველოში (კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი)

 

 

ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი აზრი ბათუმში ჩატარებული ტრენინგების ციკლის თაობაზე და დაესვათ შეკითხვები ტრენერებისათვის. დრო დაეთმო ტრენინგის შეჯამებას, რეზიუმირებას. 

 

8 ივლისს, ტრენინგის ბოლოს, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ 7-8 ივლისის ტრენინგში მონაწილეობის სერტიფიკატი. 

 

ტრენინგის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფდა პროექტის კოორდინატორის ასისტენტები ტრენინგის ადმინისტრირების ნაწილში, კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები - მაია მუშკუდიანი, თამარ გოგოლაძე. 

 

ტრენინგის მომზადების, დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის ნაწილში ჩართული იყო კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და პროექტების მენეჯერი თამუნა კარბაია.

 

ტრენინგის მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იყო კვება და ყავის შესვენება. ტრენინგი ჩატარდა კოვიდ-19 წესების სრული დაცვით.

 

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

 

პრეზენტაცია „ევროკავშირსა და საქართველოში კარტელებისა და სახელმწიფო დახმარების რეგულირება“ იხილეთ ბმულზე.

 

პრეზენტაცია„საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშრსა და საქართველოში.”იხილეთ ბმულზე