2022 წლის, 28-29 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ (პროფ. ემზარ ფაჟავასა და პროფ. ოლივერ რაისნერის კოორდინირებით). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ათეულობით პროფესორებმა საქართველოდან და უცხოეთიდან.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ქარდავა მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე, სადაც ისაუბრა ჟან მონეს პროექტის თაობაზე „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“. მან კონფერენციის პლატფორმა გამოიყენა პროექტის შედეგების გავრცელებისა და აკადემიურ საზოგადოებასთან გაზიარებისათვის. მოხსენების თემა იყო „ევროპული სწავლების გაძლიერების პოლიტიკა სამართლის პროგრამებში“.
იხ. კონფერენციის დღის წესრიგი და პროფესორ ე. ქარდავა პრეზენტაცია.