ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში
Legal Dimension of the EU studies
კონფერენცია/Conference
კავკასიის უნივერსიტეტი/Caucasus University
Jean Monnet Project “LFEU”
17 მაისი, 2022
კავკასიის უნივერსიტეტში, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ (LFEU) ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია - „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში“.
კონფერენციის მიზანი იყო ევროპული სწავლების სამართლის პროგრამებში ინტეგრირების, გაძლიერების ხელშეწყობა და აღნიშნული თემის განათლების პოლიტიკის რანგში განხილვა.
კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია.
კონფერენციაზე სპიკერები იყვნენ: ნინო წერეთელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს ესტონელმა, უკრაინელმა და ქართველმა პროფესორებმა (სამართლის სფეროში).
კონფერენციაზე მოდერატორობას ახორციელებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.