Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research - პროექტის სამუშაო შეხვედრა სომხეთში

28 სექტემბერი 2021

24-28 სექტემბერს, კავკასიის უნივრსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - თეკლა ზღუდაძე, ანი მელაძე და რევაზ ჭითანავა პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ქ. გიუმრიში, სომხეთში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის მიზანი იყო პროექტის მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა) არსებული პოლიტიკური სისტემების, შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტებისა და მედიის პრობლემების განხილვა.  პროექტის ორგანიზატორების და მონაწილეების ჩართულობით სტუდენტებმა შექმნეს ფოტო/ბლოგის, ვიდეოსა და კვლევის სამუშაო ჯგუფები და შეიმუშავეს ერთობლივად შესაბამისი მედია პროდუქტები.

 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს სომხეთის ჟურნალისტური გაერთიანებების (Asbarez Journalists’ Club, Dialogue Media Press Center, TUMO) წარმომადგენელებთან. ამასთან, განახორციელეს სხვადასხვა სახის შემეცნებითი/კულტურული ვიზიტები ქალაქ გიუმრიში.

 

დასკვნით ნაწილში გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში შექმნილი მედია პროდუქტები და პროექტის შედეგები.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, ჟურნალისტთა ასოციაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.