შეხვედრა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან (HERD)

31 იანვარი 2020
                                                                         

31 იანვარს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD)” ფარგლებში, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნესისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სამართლის დეპარტამენტის მკვლევარმა, არჩილ ჩოჩიამ და დირექტორმა, ტანელ კერიკმაიმ პროექტის საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

საინფორმაციო შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი ესწრებოდა. აუდიტორიას გააცნეს კვლევების დაფინანსების მიმართულებით ევროკავშირის პროგრამები, ესტონეთის საკანონმდებლო რეგულაციები კვლევებისა და განვითრების მიმართულებით, ესტონეთის კვლევითი პორტალის სტრუქტურა და ველები, რაც პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს დაეხმარებათ პროექტით გათვალისიწინებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.