მინი-ლექციები სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).
მოდულის ავტორია პროფ. ეკატერინე ქარდავა. მოდულს უძღვებიან პროფ. გურანდა ჭელიძე და პროფ. ეკატერინე ქარდავა.
მოდულის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, კერძოდ, შრომის სამართლისა და ადამიანის უფლებებათა სამართლის სასწავლო დისციპლინის სტუდენტებისთვის, 24 სექტემბერს და 26 სექტემბერს, ოთხ ჯგუფად ჩატარდა 3 საათიანი ლექციები თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის პოლიტიკა“; ლექციებს ასევე დაესწრნენ სხვა პროგრამისა და სხვა სასწავლო საგნების სტუდენტებიც; სულ 127 სტუდენტი (93 მდედრობითი და 34 მამრობითი სქესის წარმომადგენლები).
ლექცია შეეხო თემებს:
- ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია;
- ევროკავშირის შრომის სამართალი;
- ევროკავშირის შექმნა და გაფართოება;
- ევროკავშირის მიზნები და ფასეულობები;
- კოპენჰაგენის კრიტერიუმები;
- საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების მიმდინარე მდგომარეობა და საქართველოს წინაშე არსებული ამოცანები
- სამომავლო პერსპექტივები.
ლექციის მსვლელობისას, სტუდენტების მხრიდან დაისვა როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური ბუნების შეკითხვები, რაზეც, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხები გასცეს პროფ. გურანდა ჭელიძემ და პროფ. ეკატერინე ქარდავამ.