სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე - ტრენინგი მოქმედი მასწავლებლებისთვის

17 ნოემბერი 2026

19, 21 და 30 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (PROVE) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი მოქმედი მასწავლებლებისთვის - „სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე“.

 

PROVE წარმოადგენს Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებულ სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია სამშვიდობო განათლებაზე. მისი ძირითადი ინსტრუმენტია VaKE მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს ღირებულებებისა და ცოდნის ერთობლივ შეძენას და საშუალებას იძლევა, ამა თუ იმ საგნის სწავლება ბუნებრივად დაუკავშირდეს მოსწავლის ღირებულებითი სისტემის ფორმირებას.

 

ტრენინგის „სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს: VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგია, როგორც ღირებულებითი განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა; აითვისეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დილემების სწრაფად და ეფექტიანად შექმნის ინსტრუმენტი; შექმნეს დილემა და გამოსცადეს დილემებზე დაფუძნებული სწავლება საკუთარ პრაქტიკაში. ტრენინგი განხორციელდა ჰიბრიდული ფორმატით - როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში (Teams-ის პლატფორმაზე). სამდღიან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ, საკუთარ პრაქტიკაში დაენერგათ ინოვაციური მეთოდები ინტერაქტიული, საინტერესო და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩასატარებლად.

 

“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”