პროექტი "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ დაიწყო

2 ნოემბერი 2022

1 ნოემბერს, „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ პროექტის პირველ ნაკადში შერჩეულმა ოთხმა საუკეთესო შეფ-მზარეულმა მეორე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყეს.

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია საკონდიტრო სკოლა „თამთინი“

 

ტრენინგები ორი მიმართულებით ტარდება - გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა, კრეატიულობა და სერვირება. პირველი ტრენინგი დაეთმო გასტრონომიული ტრენდებისა და ავანგარდის ტექნიკას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, „ახალი ინგრედიენტების“ გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.

 

აღნიშნული მიმართულებით ტრენინგებს ატარებენ შეფები: სოსო ჯაბანაშვილი და ირაკლი თოდაძე. 

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.