პროექტი „ სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 დეკემბერი 2023

 

 

 

 

11-15 დეკემბერს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ფარგლებში, პროექტის პარტნიორებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

ვიზიტის მიზანი იყო ერთკვირიანი ინოვაციების და მეწარემობის ტრენერთა ტრენინგის ჩატარება ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენტორების მიერ. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, ტრენინგებს  ესწრებოდნენ პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე, დეპარტამენტის ასისტენტი - ფრედ კასირიე, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი - გიორგი ბურდული და ცენტრის მენეჯერი - ირაკლი სვანიძე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (GWOIE) წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს მეწარმეობის ამერიკული გამოცდილება, ისაუბრეს  მენტორობისა და ინოვატორობის კონცეფციებსა და შესაბამის პრაქტიკაზე, ასევე, ბიზნეს გეგმისა და პროტოტიპის ჩამოყალიბებაზე. 5 დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ინტერაქტიულ სესიებში რათა გამოცდილ მენტორებთან ერთად ემსჯელათ და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები ინდუსტრიასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და ეროვნული ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ. GWOIE წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ და გაესაუბრენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით.

 

პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს  მოდერნიზება და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებაა. პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტები – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU) პროექტის ფარგლებში განავითარებენ ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობებს ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის გამოცდილებით, საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებითა  და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით.

 

პროექტი ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.