Erasmus+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) მარნეულის აზებაიჯანულ საჯარო სკოლაში

22 თებერვალი 2021
   

             

 

                                         

 

17 და 18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, მარნეულის N3 აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“

 

პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) განხორციელებას მარნეულში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მხარი დაუჭირა მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა. 

 

ვორკშოპები მიზანად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ,  სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ.

 

ვორკშოპები მონაწილეობა მიიღო 120-მდე მსმენელმა. გამოიკვეთა მსმენელთა  ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში. მოსწავლეებმაც, მშობლებმაც და პედაგოგებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ბევრი რამ ახალი და ძალიან საჭირო ინფორმაციაა. აქვე აღინიშნა პედაგოგების ინტერესი გაიზარდოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების  თემატიკის განხილვა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში. სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში ოთხ ენაზე, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“. შეხვედრის დროს დაანონსდა პროეტის ფარგლებში გამოცხადებული მოსწავლეთა ესეების კონკურსი „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. ისინი ახალციხელი მოსწავლეების მსგავსად, მოსწავლეები  ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

 

პროექტით გათვალისწინებული ვორკშოპები მარნეულში არ დასრულებულა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმება მომდევნო ორი ვორკშოპი მარნეულის ქართულ-რუსულ საჯარო სკოლაში.