უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება PEU-C-E-ს ფარგლებში

9 თებერვალი 2021

 

9 თებერვალს, 13:00 სთ-ზე, პლათფორმა ზუმის მეშვეობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტისა და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

 

ღონისძიებაზე მოხსენებას წარმოადგენს გიორგი იაშვილი. სამუშაო ენა იქნება ქართული.


ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე. ხოლო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელექტრონულ მისამართზე.


PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში, უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

 

წარმატებას გისურვებთ!