19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ელექტრონული სასწავლო პლატფორმა Moodle-ის დანერგვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა (workshop) გაიმართა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და აკადემიურ პერსონალთან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგისტრაციის, კურსის შექმნისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების თაობაზე, რომელსაც უძღვებოდა პროექტში ჩართული ტრენერი, აკაკი კაპანაძე.
კავკასიის უნივერსიტეტი ჩართულია ერაზმუს + პროექტში - აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY).
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.