ჟან მონეს მოდულის მეორე წლის ანგარიში

2 ივლისი 2024

2024 წლის, 2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ შესრულების მეორე წლის (2023-2024) ანგარიში. (2023 წლის 8 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის შესრულების პირველი წლის (2022-2023) ანგარიში).

 

მოდულის შესრულების მეორე წლის ანგარიში წარადგინა ჟან მონეს პროფესორმა გურანდა ჭელიძემ. ანგარიში მოამზადეს ჟან მონეს პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ.

 

მოდულის მეორე წლისთვის ხაზი გაესვა და შეჯამდა შემდეგი ძირითადი საქმიანობები:

 

  • ევროკავშირის შესახებ სწავლება (სრული კურსი) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (ორ ჯგუფში - პირდაპირი 56 საკონტაქტო საათი);
  • ევროკავშირის შესახებ სწავლება (მინი-ლექციები) სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე (შემოდგომის სემესტრში - 15 საათი 5 ჯგუფში და გაზაფხულის სემესტრში - 6 საათი 2 ჯგუფში);
  • საზაფხულო სკოლა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სპეციალური ტრენინგები რეგიონის ახალგაზრდობისთვის (3 დღიანი ტრენინგი - 24 საათი);
  • სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის ქმედებები, როგორიცაა კონფერენციებში მონაწილეობა, სტატიის დაწერა/გამოქვეყნება (მოდულის სპეციფიკისა და ევროკავშირის შესახებ სწავლების კონტექსტში);
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტრატეგიული ქმედებები, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრების პაკეტი 2023, საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭება და, ზოგადად, ჟან მონეს აქტივობების ხელშეწყობა საქართველოში (საჯარო ლექციები კავკასიის უნივერსიტეტში; „ჟან მონეს დღე“ საქართველოში და სხვა).
  • პოლიტიკის რეკომენდაციის დოკუმენტის შემუშავება - „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი რეგიონებსა და ეთნიკურ უმცირესობებში“.
  • საზაფხულო სკოლის ტრენინგის მოდულის შემუშავება;
  • მოდულის ფინანსური ხარჯვითი ნაწილის შეფასება;
  • სტუდენტური გამოკითხვები და მოდულის შეფასება;
  • მოდულის ვებ-გვერდის მართვა;
  • დაგეგმარება, ანგარიშგება, მონიტორინგი;
  • და სხვა.

 

მოდულის მეორე წლის ანგარიში მოსმენილ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს მხრიდან. მმართველ საბჭოში შედიან კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა სკოლების დეკანები, სტრქუტურული ერთეულების (დეპარტამენტების) ხელმძღვანელები.