პროექტი "მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება შესწავლის საშუალებით" ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა (HEIs) და შრომის ბაზარს შორის არსებული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის ხარვეზების დაძლევაზე, განსაკუთრებულად საქართველოსა და მოლდოვაში მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და მწვანე ტურისტული სერვისების კონცეფციის განვითარებას, მდგრადი ტურიზმის პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
აქტიური თანამშრომლობით, პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელს შეუწყობენ მდგრადი ინოვაციებისა და კომპეტენციების განვითარებას ტურიზმში და შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტი ასევე ხელს უწყობს გაუმჯობესებული კომპეტენციების გაზიარებას ფართო საზოგადოებისათვის.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- უნარებისა და კომპეტენციების შეუსაბამობების იდენტიფიცირება უმაღლეს სასწავლებლებსა და შრომის ბაზარს შორის ორმხრივ გარდამავალ კონტექსტში, კლიმატის ცვლილებაზე, მდგრად ტურიზმის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლაზე ფოკუსირებით. მიზანი მიიღწევა ფინეთის, ავსტრიის, იტალიის, საქართველოსა და მოლდოვის 9 პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ცოდნის გაზიარების საშუალებით.
- ინოვაციური ტრენინგებისა და სასწავლო აქტივობების განვითარება მდგრადი ტურიზმის სერვისებში კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მოიცავს ბიზნესისა და სერვის დიზინის ხედვის განვითარებას, რაც გადამწყვეტია მწვანე ტურიზმის სერვისების კომპეტენციების განვითარებისათვის.
- მწვანე ტურიზმის ჰაბების დაარსება საქართველოსა და მოლდოვის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჰაბები გააზიარებენ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას მდგრადი ტურიზმის შესახებ, ინოვაციური სწავლების მიდგომებს, სერვისის დიზაინის მეთოდებს, საშუალებებსა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიებს მიმდებარე საზოგადოებასა და რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 8 კერძო და საჯარო უნივერსიტეტი, მათ შორის ავსტრიის, მოლდოვის, იტალიისა და ფინეთის წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები. პროექტის კოორდინატორია ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.