გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.
პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
- საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება;
- მედია;
- სამართალი;
- ეკონომიკა;
- ზოგადი განათლება;
- მხატვრული ლიტერატურა.
საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიიღების ვადებია:
- 10 თებერვალი, 2021
- 13 აპრილი, 2021
საპროექტო განაცხადი ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ ბმული:
წარმატებებს გისურვებთ!