პროექტის შესახებ

 

                                                               

                     

 

 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით“

 

პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება სამიზნე უნივერსიტეტებში „კვლევისა და განვითარების“ სამსახურების შექმნით. მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები:

 

 

  • ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას;
  • ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსებული იქნება ყველაზე უახლესი ინფორმაცია საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება კვლევითი საქმიანობის უკეთესი მართვის, ინსტიტუციური კვლევების მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლის შესაქმნელად;
  • სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევის ტრანსფერი და უნივერსიტეტი-ინდუსტრიის თანამშრომლობის უნარების გაძლიერება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.