პროექტი „მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“ დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს ჟურნალისტების, სოციალური აქტივისტების, სტუდენტებისა და მკვლევარების ჩართვას ევროპული მოდელის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს, მედიას, სტუდენტ ახალგაზრდობასა და მკვლევარებს შორის კოოპერაციისთვის სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით. პროექტი ეხმარება მონაწილეებს დაეუფლონ ჟურნალისტიკის მოწინავე ტექნოლოგიებს, სათანადოდ გამოიყენონ სოციალური ქსელები, დაამყარონ პოლიტიკური დიალოგი, დაუკავშირდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და ბელორუსიაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის ფორმირების მიზეზისა და გავლენის მოტივების დასადგენად და ამ ქვეყნების შემდგომი განვითარებისათვის.
პროექტის თემებია:
- მედიის როლი დემოკრატიული განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.
- სიძულვილის ენა, ყალბი ახალი ამბები, პროპაგანდა;
- ევროპული პერსპექტივები კონფლიქტური სიტუაციის დასაძლევად
- დემოკრატია, კანონის უზენაესობა, როგორც საფუძველი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისათვის
ბროშურის ნახვა შეგიძლიათ აქ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს
პროექტის განხორციელების თარიღი: ივნისი, 2019 - ოქტომბერი, 2019