ახალგაზრდობა მედიისათვის Youth4Media

 

 

ERASMUS+ KA1 მობილობა შემსწავლელებისა და პერსონალისთვის

 

Get Insight & Get Inside! (GIGI)

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდა მუშაკებისთვის ხარისხიანი ტრეინინგ კურსების ჩატარება მედია ინსტრუმენტების გამოყენების ხელშეწყობისა და ახალგაზრდობაში დემოკრატიული ფასეულობების, ანტი-დისკრიმინაციული და აქტიური მოქალაქეობის პრინციპების დამკვიდრების მიზნით. პროექტის იდეა ეფუძნება მონაწილე ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთო საჭიროებებს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირს, ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონს: ახალგაზრდა მუშაკებს ესაჭიროებათ ინსტრუმენტები და მეთოდები მათი მედია კომპეტენციის გასაძლიერებლად, რაც მათ საშუალებას მისცემს ახალგაზრდებში გაზარდონ ინფორმირებულობა ზემო აღნიშნული საკითხების შესახებ.

 

მონაწილეები წარმოადგენენ 6 მეზობელ ქვეყანას (გერმანია-პოლონეთი, სერბია-მაკედონია, სომხეთი-საქართველო).

 

კოორდინატორი ორგანიზაცია: Arbeitskreis Ostviertel e.V.