The Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe
|
კავკასიის საჯარო ადმინისტრირების აკადემიური პროგრამა ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების ბაზაზე - პროექტს ახორციელებს NISPAcee და აფინანსებს ვიზეგრადის საერთაშორისო ფონდი
პროექტის საერთო მიზანია V4-სა და კავკასიის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საჯარო ადმინისტრირების სწავლებაში, მომზადებასა და კვლევაში ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების საფუძველზე, რომელთა შორისაცაა: კანონის უზენაესობა, ეფექტიანობა, ეფექტურობა, ღიაობა, ტრანსპარანტულობა, ინტეგრირება და მოქალაქეების ჩართულობა. პროექტის შედეგების მიზანია რეფორმების პროცესების ხელშეწყობა, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადება და რეგიონალური თანამშრომლობა; ასევე - ინფორმირებულობის გაზრდა საჯარო ადმინისტრირების მნიშვნელობის შესახებ (ევროკავშირში ინტეგრაციის კრიტერიუმები).
კოორდინატორი ორგანიზაცია: NISPAcee
პროექტის პარტნიორები: კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - საქართველო, რუსულ-სომხური(სლავური) უნივერსიტეტი(RAU) - სომხეთი,ხაზარის უნივერსიტეტი (KU) აზერბაიჯანი
V4 ინდივიდუალური პარტნიორები: Juraj Nemec - სლოვაკეთის რესპუბლიკა, Gyorgy Gajduschek - უნგერთი, Patrycja Suwaj - პოლონეთი, David Spacek - ჩეხეთის რესპუბლიკა