საქართველოში მიმდინარე აუდიტის რეფორმის უშუალო შეფასება

 

 

პროექტის მიზნები

კვლევის მიზანია საქართველოში მიმდინარე აუდიტის რეფორმის უშუალო შეფასება.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და შედეგები

 

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. კანონის მიხედვით პირველი და მეორე კატეგორიის სუბიექტებსა და საჯარო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ფინანსური უწყისების წარმოდგენა არაუგვიანეს 2018 წლის პირველი ოქტომბრისა. მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტები კი ფინანსურ უწყისებს წარმოადგენენ არა უგვიანეს 2019 წლის პირველი ოქტომბრისა. იმის გამო რომ ასეთი გამჭვირვალეობის მოთხოვნის რეგულაცია პირველია ქვეყნის ისტორიაში და ასევე უჩვეულოა საერთაშორისო პრაქტიკაშიც, ის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ იმ მკლვევრებისთვის, რომლებსაც მონეცემები აინტერესებთ (ჩვენსავით) არამედ ასევე კანონმდებლებისა და სტანდარტების შემქმნელებისთვის მთელი ევროკავშირის მასშტაბით. წინამდებარე კვლევის მიზანია მიმდინარე რეფორმების თეორიული დეტალების შესწავლა, მათი დესკრიპტიული გაანალიზება და რეფორმის პირველი შედეგების შეფასება. ჩვენ მიერ განხორციელებული ანალიზი ცხადყოფს, რომ მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: რეფორმის მარეგულირებელი ფანჯარა შესაბამისობაშია ევროკავშირის ჩარჩოსთან/გამოცდილებასთან; იზრდება დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა საბუღალტრო საქმის პრინციპების შესახებ; მონიტორინგი უფრო ძლიერი და მკაცრია. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კანონს ემორჩილებიან; რამდენიმე კომპანიამ ნებაყოფლობით თავისი აუდიტის მიერ შემოწმებული ფინანსური უწყისებიც კი გაასაჯაროა; ანგარიშების დიდი რაოდენობის აუდიტი განხორციელებულია მსხვილი აუდიტორული კომპანიების მიერ. ამ დეტალების საფუძველზე ვასკვნით, რომ დარგის მიმდინარე რეფორმა, წინა ძალისხმევებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს.

 

პროექტის დაწყებისა და დასრულების ვადები20.06.2018 – 19.12.2019

კოორდინატორი უნივერსიტეტი: Caucasus University, Georgia

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების სია: Ludwig Maximilian’s University in Munich, Germany

მთავარი მკვლევარი: პროფ. დოქტორი, ერეკლე პირველი