ქართული ისტორიული ძეგლების კატალოგი

 

თურქეთის შემადგენლობაში მყოფ ისტორიულ ქართულ მხარეებში - ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში მდებარე ქართული კულტურული ძეგლების კატალოგი

 

 პროექტის ამოცანები:

 

პროექტის მიზანია მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება თურქეთის ტერიტორიაზე - სამცხე-ჯავახეთში, კოლა-არტაანსა და ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლებისა და მათი ნანგრევების შესახებ; ასევე იქ არსებული სოფლებისა და მიმდებარე სოფლების კვლევა. პროეტის მიზანია ამ ძეგლების ზუსტი მდებარეობის (GPS კოორდინატების) დადგენა, აზომვა, ფოტოგრაფირება და დეტალური აღწერა. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდა და შეიქმნა სრული ონლაინ და ბეჭდური კატალოგები.

 

პროექტის საქმიანობები და მიზნები:

 

პროექტის მსვლელობის განმავლობაში ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი ექსპედიცია იქნა მივლინებული. ექსპედიციებმა შეისწავლეს 700-მდე მანამდე უცნობი უწარწერო ძეგლი, მათ შორის - ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, მეგალითური ნაგებობები, ლაპიდარული ხელნაწერები და სხვა არტეფაქტები.

სამეცნიერო კვლევების შედეგები წარმოადგენილია ექსპედიციების 2014 და 2015 წლების ანგარიშებში ტაო-კლარჯეთის შესახებ. 2017 წელს გამოიცა ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების ოთხი ტომი, რომლებშიც აღნუსხულია ქართული კულტურის 1200 ძეგლი სათანადო შენიშვნებით, აზომვებითა (GPS) და ფოტოსურათებით.

 

პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღები: 12.12.2013 – 12.12.2016

კოორდინატორი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო.