|
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი განახორციელებს პრე- აქსელერაციის ათ კვირიან ინტენსიურ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მასშტაბით 50 მონაწილე და მათ მიერ ფორმირებული ტექნოლოგიური სტარტაპები.
პროექტის მიზნები:
- ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერება - ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერა სასწავლო რესურსებით, ტრენინგებითა და ინდივიდუალური მენტორინგით, რათა მათ შეძლონ საწყისი გამოწვევების გადალახვა და სწრაფი ზრდა.
- ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა - მეწარმეობის ეკოსისტემის გაძლიერება ინოვაციური ბიზნეს იდეების ხელშეწყობითა და განვითარებით.
- სტარტაპ ნეთვორქის გაძლიერება - სტარტაპების, ინვესტორების, მენტორებისა და ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს შორის მყარი კავშირების შექმნა ღონისძიებების, მენტორობის პროგრამებისა და დემო დღის მეშვეობით.
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება - პარტნიორობა ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, გლობალური საუკეთესო პრაქტიკის, ცოდნისა და სამეწარმეო ექსპერტიზის გაზიარებისთვის.
პროგრამაში სტარტაპების შერჩევა მოხდება წინასწარი განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ სტარტაპებს, რომელთაც აქვს პროტოტიპი/MVP და ჰყავთ პირველადი მომხმარებლები.
პროგრამა მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, ვორკშოპებსა და ინდივიდუალურ მენტორინგ სესიებს, რომლებსაც გაუძღვებიან სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
პროექტი არის ერთობლივი ძალისხმევა კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის წარმომადგენლები პროექტის განმავლობაში აქტიურად იქნებიან ჩართულებით პრე-აქსელერაციისთვის საჭირო სასწავლო მატერიალების შემუშავებისა და მენტორინგის პროცესში.
პროგრამის ანოტაცია
პროგრამა მოიცავს ჰიბრიდული ფორმატის (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები) 10 სამუშაო კვირას და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- თემატური სამუშაო სესიები
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან
- ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up
- კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად)
- დემო დღე
პროექტის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების მიზანია, დააფინანსოს პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში.
ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით.აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.