პროექტი ,,VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება''
Erasmus+ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი - VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება. პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- ციფრული უნარების განვითარება: პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას ციფრულ უნარებში და ვირტუალური თანამშრომლობის შესაძლებლობების ხელშეწყობას მონაწილე ქვეყნების განათლების სექტორის სტრატეგიის განვითარების მიზნით;
- სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომების დანერგვა: პროექტი უზრუნველყოფს სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომების დანერგვას სტუდენტების გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი სრულად იქნება ორიენტირებული ახალგაზრდების დახმარებაზე ციფრული უნარების გაძლიერებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში;
- საგანმანათლებლო მასალების შექმნა: პროექტი ითვალისწინებს მდგრადი ყველასთვის ხელმისაწვდომი მასალის შექმნას გრძელვადიანი გამოყენებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მონაწილე სტუდენტების შესაძლებლობების გაძლიერებას და, ზოგადად, ციფრული წიგნიერების გაუმჯობესებას კონსორციუმის წევრი ქვეყნების განათლების სექტორში;
- კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა: პროექტი მიზნად ისახავს კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას სხვადასხვა ონლაინ აქტივობების საშუალებით, ახალი მიდგომებითა და მეთოდოლოგიებით, რაც შექმნის გარემოს მდგრადი განვითარებისთვისა და ევროკავშირთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის;
- ვირტუალური მობილობის პროგრამები: ინოვაცია, რომელიც ხელს უწყობს ვირტუალური გაცვლით პროგრამებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყანას შორის. პროექტით გათვალისწინებულია 300-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველის, პერსონალის, პედაგოგის, ტრენერისა და ფასილიტატორის ჩართულობა ევროპის რეგიონიდან. პროგრამაში მონაწილეობა მოიცავს პროექტის მართვის ახალი უნარების განვითარებას, თვისებრივი და შეფასების ამოცანებში მონაწილეობას და ახალი ციფრული სწავლების საშუალობების შესწავლას.
პროექტის კონსორციუმი შედგება ცხრა პარტნიორი უმაღლესი და ახალგაზრდული ორგანიზაციისგან, მათ შორის საბერძნეთიდან, შვედეთიდან, საქართველოდან და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან.