მოდულის შესახებ

 

ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა

 

ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს ევროპის კიბერ-სივრცეში მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის პროცედურებში. იგი ხაზს უსვამს კიბერ უსაფრთხოების და კიბერ-ჰიგიენის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას სხვადასხვა ორგანიზაციების დაარსების და ღონისძიების ორგანიზების გზით, რაც მოიცავს სემინარებს, კვლევებსა და დირექტივებს, მათ შორის GDPR და NIS დირექტივებს. საქართველოში ევროკავშირის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.

 

საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა მონაცემთა დაცვის GPDR პრინციპების სწავლების მიზნით. ვინაიდან სამუშაო ძალის, პოლიტიკის შემქმნელებისა და ფართო საზოგადოებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარების გზით.

 

პროექტის მთავარი მიზანია მონაცემთა დაცვის სფეროში სწავლების სრულყოფის ხელშეწყობა, ევროპული გამოცდილების საფუძველზე საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და აკადემიურ სამყაროსა და საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროექტის მიზანია ასევე ფართო საზოგადოებაში მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ამ მხრივ, პროექტს აქვს შემდეგი კონკრეტული მიზნები:

 

- ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა GDPR-ისა და მონაცემთა დაცვის შესახებ სტრატეგიული დოკუმენტაციის განხორციელებისთვის.

 

- GDPR-ზე და მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული სეზონური სკოლის განვითარება, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და სპეციალიზებული აუდიტორიისთვის ბიზნესისა და საჯარო სექტორიდან (ტექნიკური პერსონალი, გადაწყვეტილების მიმღები პირები და პოლიტიკის შემქმნელები).

 

- რეგიონებში ფართო საზოგადოებისთვის ონლაინ ტრენინგ კურსების სერიის შემუშავება, პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერ-ჰიგიენის შესახებ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

 

- კავშირების გაძლიერება აკადემიურ სამყაროს, საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდის.