|
|
2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).
ჟან მონეს მოდულია 3 წლიანია - (2022-2025 წწ.)
ჟან მონეს მოდულის პროფესორებია: ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.
ჟან მონეს მოდულის მიზანია ევროპული სწავლებისა და კვლევების გაძლიერება და ხელშეწყობა საქართველოში.
ჟან მონეს მოდულის ზოგადი ამოცანებია:
- ევროკავშირის სწავლების შესახებ ახალი ტიპის ცოდნის გენერირება და ევროკავშირის როლის თაობაზე შემეცნების გაძლიერება საქართველოში.
- ევროპულ სწავლებასთან უშუალოდ დაუკავშირებელ სამართლის პროგრამებში ევროკავშირის შესახებ სწავლების ხელშეწყობა.
- ევროკავშირის კონკრეტულ საკითხებზე, სპეციალურად მორგებული კურსების შეთავაზება, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი კურსდამთავრებულთათვის პროფესიულ ცხოვრებაში
- ევროკავშირის მიმართ მდგრადი ინტერესის ჩამოყალიბება და ევროპული ასოცირების ქვეყანაში (საქართველოში) ევროპული ცოდნის მომავალი პოლუსების/ღერძების საფუძვლის ჩაყრა.
ჟან მონეს მოდულის სპეციფიკური ამოცანებია:
- ევროკავშირის შესახებ შემეცნების გაზრდა კავკასიის უნივერსიტეტში, სპეციალური სასწავლო კურიკულუმებით. ევროკავშირის კვლევების გაფართოება სხვადასხვა პროფესიებში, ამ შემთხვევაში, სამართლის პროფესიაში (სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებში).
- ევროპული სტილით მოაზროვნე ახალგაზრდობის აღზრდა და ახალი თაობის ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს, იკვლევს და იმუშავებს საქართველოში ევროპული დემოკრატიული ღირებულებების, სამართლიანობისა და თავისუფლების სივრცის გასაძლიერებლად (კავკასიის უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთ აქტივობებით).
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის მოტივირება და ხელშეწყობა, რათა გააფართოვონ ხედვა ევროკავშირის კანონმდებლობის მიმართ და გააძლიერონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა, რამეთუ თანამედროვე საქართველოში ყველა/ნებისმიერი სფერო წესრიგდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით იმ მიზნით, რომ განხორციელდეს ეროვნული რეფორმები და ევროკავშირის პოლიტიკებთან/სტანდარტებთან დაახლოება.
ჟან მონეს მოდულის ბიუჯეტია 19 000 ევრო, აქედან 70% (13 300 ევრო) ევროკავშირის დაფინანსებით.