პროექტის შესახებ

 

 

 

 

ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის - EUPOLTRANS (2022-2024) კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო

 

 

ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლებას, კვლევასა და დისკუსიას ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი სფეროების ირგვლივ, როგორიცაა - გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, შრომა, საჯარო ადმინისტრირება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. აღნიშნული მიმართულებები მოცემულია AA/DCFTA-ის შეთანხმებაში და მათი ტრანსპოზიცია იგეგმება 2022-2024 წლებში. სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობითა და კავკასიის უნივერსიტეტისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით EUPOLTRANS უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პოლიტიკისა და ღირებულებების გავრცელების პროცესში და მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის AA/DCFTA-ის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოების პროცესის შეფასებას, ასევე შეაფასებს ამ სფეროებში შესაძლო დანაკლისს ან შეფერხებას, რაც AA-ის იმპლემენტაციის პროცესს გახდის უფრო ეფექტიანს, ინკლუზიურსა და ცოდნაზე დაფუძნებულს.

 

სამი წლის განმავლობაში (2022-2024) EUPOLTRANS განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

სწავლება: ფოკუსირდება ევროკავშირის კვლევებზე და მიზნად ისახავს სასწავლო პაკეტის შექმნას კურსისთვის - ,,ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ (კურსი მოიცავს 8 მოდულს), რომლის სწავლებაც მოხდება ოთხ დღიანი ინტენსიური სემინარების ფარგლებში. სულ ჩატარდება სემინარების 6 რაუნდი (3 თბილისში და 3 რეგიონებში).

 

CoE კურსს ,,ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ გახდის ფართოდ ხელმისაწვდომს საზოგადოებისთვის ღია წვდომის ონლაინ კურსის (MOOC) შექმნის გზით.

 

CoE მოახდენს კურსის - ,,ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ მიკრო-აკრედიტაციას, რაც გულისხმობს ცოდნის მიწოდების მოქნილ, ინკლუზიურ ფორმას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულ განაკვეთზე სწავლა, მაგრამ სჭირდებათ ახალი ცოდნის მიღება ევროკავშირის პოლიტიკებთან და ჰარმონიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, ასევე, მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკების ტრანსპოზიციის თემატიკით 7 სასწავლო კურსის განახლებას, რომელებიც უკვე ისწავლება სხვადასხვა ფაკულტეტზე (კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის ეკონომიკის სკოლა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა).

 

კვლევა: CoE კონცენტრირდება სამეცნიერო ცოდნის გენერირების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომების ფორმირებას საქართველოში.

 

CoE შექმნის დოკუმენტებს დისკუსიისთვის საქართველოში ევროკავშირის გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის, შრომის, საჯარო ადმინისტრირების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ტრანსპოზიციის პროცესის შესახებ.

 

ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს შვიდ 8000 სიტყვიან პოლიტიკის დოკუმენტს პოლიტიკის თითოეულ სფეროზე.

 

დისკუსია: მოცემული კომპონენტი მიზნად ისახავს წაახალისოს თემატური დისკუსია აკადემიურ სფეროსა და საზოგადოებას შორის. საკვლევი თემების/საკითხების გაზიარება და განხილვა მოხდება მთავრობასთან (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე), პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ წრეებთან და ფართო საზოგადოებასთან პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად დაგეგმილი სამი სხვადასხვა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში. პროექტის გუნდი უზრუნველყოფს აღნიშულ სადისკუსიო შეხვედრებზე გამოთქმული იდეებისა და მოსაზრებების ასახვას საბოლოო კვლევით დოკუმენტში. პროექტის ექსპერტები, ასევე, გამართავენ 7 სტრუქტურირებულ ინტერვიუს ევროკავშირის ექსპერტებთან შერჩეული პოლიტიკის სფეროებში, რათა ევროკავშირის ექსპერტების კვალიფიციური და სამეცნიერო მოსაზრებები გადმოიტანონ შიდა დებატებში. პროექტს ექნება კომუნიკაციის ისეთი აქტიური მექანიზმები, როგორიცაა CoE ვებ-გვერდი და Facebook გვერდი, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის პოლიტიკისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცოდნის მაქსიმალურად გავრცელება.

 

პროექტის გუნდი:

 

სერგი კაპანაძე, პროექტის კოორდინატორი, უფროსი ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა და ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ეკა ქარდავა, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის შრომითი რეგულაციები და მათი ტრანსპოზიცია საქართველოში.

ალექსანდრე მიქელაძე, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის გარემოსდაცვითი დირექტივები და მათი ტრანსპოზიცია საქართველოში.

ვახტანგ ზაალიშვილი, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის დირექტივები და მათი ტრანსპოზიცია საქართველოში.

ნინო დოლიძე, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის საჯარო მმართველობის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოება.

სოლომონ მენაბდიშვილი, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის კონკურენციის რეგულაციები და მათი ტრანსპოზიცია საქართველოში.

იოსებ ნანობაშვილი, ექსპერტი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)

საექსპერტო სფერო: ევროკავშრის ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პრაქტიკა.

ეკა აკობია, პროექტის თანაკოორდინატორი, ექსპერტი/მკვლევარი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG)

საექსპერტო სფერო: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიკა და მასთან საქართველოს დაახლოება.

ციცი ჩუბინიძე, ადმინისტრაციული თანამშრომელი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG).

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.