![]() |
BioNova - ქმნის თანამედროვე, ფერმებზე მორგებულ ბიოდაიჯესტერებს, რომლებიც საკვებ ნარჩენებს გარდაქმნის ბიოგაზად, ელექტროენერგიად და მაღალი ღირებულების ბიო-სასუქად. კომპაქტური სისტემები დამზადებულია ჭკვიანი და გამძლე მასალებისგან და აღჭურვილია IoT აპლიკაციით, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად აკონტროლონ წარმოებული ენერგია, ეკონომია და სისტემის ტექნიკური მდგომარეობა - ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.
სტარტაპი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამისა და კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე:
- Social Impact Award 2024 — გამარჯვებული
- Georgia’s Innovation and Technology Agency (GITA) — 25,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
- პოლონეთის AgriTech Accelerator Program — მონაწილე და დასახელებული Top 3 AgriTech სტარტაპს შორის
- Future Agro Challenge 2024 — გამარჯვებული
- Junior Achievement Acceleration X — მონაწილე
- EUROPEN Single Market Expansion Award 2025 — გამარჯვებული
- ITU SEEDs — პორტფოლიო სტარტაპი


