E-Flow

E-Flow არის საწყის ეტაპზე მყოფი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპი, რომლის მიზანია ელექტროენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია  და აკუმულირება შემდგომი გამოყენების მიზნით.

 

E-Flow-ს დახმარებით შესაძლებელია ელექტორენერგიის ხარჯების 30% მდე შემცირება. იმპლემენტაცია ხდება ყველგან, სადაც მიმდინარეობს ელექტორეენერგიის ჭარბი მოხმარება, როგორც მშენებლობის ადრეულ ეტაპზე მყოფ, ასევე დასრულებულ შენობა-ნაგებობებში.

 

სტარტაპი არის კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის დემო დღის პრიზიორი (III ადგილი), ასევე, საერთაშორისო პროექტის „Become a Changemaker, create a smart and sustainable community’ ის გამარჯვებული სტარტაპი.