ენაგრამა

ენაგრამა არის ენობრივი ინსტრუმენტების კრებული.

 

სტარტაპის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინდუსტრიული ხარისხის ენობრივი ძრავების შექმნა, რაც იმას გულისხმობს, რომ ინდუსტრიაში მისი დანერგვა გამოიწვევს ხარჯების შემცირებას და/ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩეტბოტს შეუძლია ჩაანაცვლოს ცხელი ხაზის თანამშრომლების დიდი ნაწილი, ასევე მომხმარებლებს მოემსახუროს 24/7.

 

იგი აერთიანებს ისეთ აპლიკაციებს, როგორებიცაა: მართლწერის შემოწმება; ტექსტის ხმად გარდაქმნა; ხმის ტექსტად გარდაქმნა; დასკანერებული დოკუმენტის ტექსტად გარდაქმნა და სხვა.

 

სტარტაპმა 2019 წელს, მოიპოვა ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს 100,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი.