სტუმარი

სტუმარი მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ, არაგენმოდიფიცირებულ, სასარგებლო პროდუქტს.

 

სტარტაპის პროდუქტი თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული უნიკალური „ღვინის ჩაი“ ყურძნისა და წიპწის გადამუშავების შედეგად მიიღება. იგი ხელს უწყობს: ქვეყანაში უნარჩენო წარმოების განვითარებას; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას წარმოების სფეროში; მწარმოებლებისთვის შემცირებულ დანაკარგებს; ახალ სასარგებლო პროდუქტს მსოფლიოს ბაზარზე.

 

სტარტაპმა მოიპოვა საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 650,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი, რომელიც უცხოური ბაზრების ასათვისებლად და ექსპორტზე გასასვლელად იქნა გახარჯული. გუნდი უახლოეს მომავალში გეგმავს იაპონიის და ევროპული ბაზრების ათვისებას. 

სტუმარი