კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლის მიზანი იყო მათთვის ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და მომავალში დაგეგმილი ინიციატივების გაცნობა.
ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სტუდენტებს გააცნეს მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები, ინოვაციური იდეების წახალისების მექანიზმები და შესაძლებლობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობის გაზრდაზე და სხვადასხვა აქტივობებით ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეწარმეო გარემოში.
