გაიცანით კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები!
- Tasi;
- Shieldify;
- GreenPoint;
- EcoShade;
- BalanceBuddy;
- News Tracker;
- VITA
მეხუთე ნაკადში მონაწილეობას იღებს 7 სტარტაპ გუნდი, რომლებიც საკუთარ იდეებს დემო დღეზე წარადგენენ. გუნდები დაკომპლექტებულია კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეკონომიკის სკოლის სტუდენტებით, კურსდამთავრებულებით და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალით.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.
პროგრამაში მენტორების სახით ჩართულები არიან სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ასევე საქართველოს ანგელოზ ივესტორთა ქსელ - Axel - ის ინვესტორები და საინვესტიციო საბჭოს წევრები.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია საინჟინრო კომპანია ბაუმერი.
EcoShade - ვირტუალური აგრონომი, რომელიც ფერმერს სთავაზობს პერსონალიზებულ გეგმას ფერმაში არსებული მცენარეების UV რადიაციისგან, ექსტრემალური ამინდისგან, დაავადებებისგან და პარაზიტებისგან დასაცავად, ოპტიმალური პრეპარატების შერჩევის და მონიტორინგის საშუალებით.
Shieldify - სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ორიენტირებულია კიბერ თავდასხმების სწრაფად და მარტივად მოგერიებაზე, მინიმალური სერვერული რესურსით.
GreenPoint — ელექტრომობილებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, დაფუძნებული საზიარო ეკონომიკის პრინციპებზე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დამუხტვას დეცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით დააკავშირებს მძღოლებს სპეციალიზებულ EV სერვის ცენტრებთან.
BalanceBuddy - პლატფორმა, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერტიფიცირებული ფიტნეს მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგების პერსონალიზირებადი სერვისები სასურველ დროსა და ლოკაციაზე, რათა დაეხმაროს მათ ცხოვრების დაბალანსებაში.
Tasi - ვებ -აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს სპორტულ, კიბერსპორტულ და ინტელექტუალურ გამოწვევებში მონაწილეობით და ეხმარება მათ მოტივაციის შენარჩუნებასა და ჩართულობის გაზრდაში.
მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტურნირებში, შეეჯიბრონ კოლეგებსა და სხვა მოთამაშეებს, ან წარმოადგინონ საკუთარი კომპანია.
News Tracker არის პლატფორმა, რომელიც აგროვებს ახალ ამბებს საინფორმაციო წყაროებიდან რეალურ დროში და აზიარებს მობილურ აპლიკაციის დახმარებით.
VITA — მომხმარებელზე მორგებული ვებპლატფორმა, შექმნილი სკოლის მოსწავლეებისთვის. შემუშავებული ალგორითმი ეხმარება მომხმარებლებს აღმოაჩინონ პროფესიები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს, და იპოვონ
უნივერსიტეტები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს მათ მოთხოვნებსა და მიზნებს.