ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

10 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა CU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ინფორმაციული აღმოჩნდა განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეწარმეობით, აქვთ სტარტაპ იდეა, ეძებენ გუნდის წევრებს, სურთ მენტორების მხარდაჭერა, აქვთ სურვილი ჩაერთონ სამეწარმეო ტრენინგებში და ეძებენ დაფინანსების შესაძლებლობებს საკუთარი იდეის რეალიზებისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს  ცენტრის პროგრამები, მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი  უზრუნველყოფს სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, რომელიც მათ იდეების რეალურ სტარტაპებად გადაქცევაში ეხმარება.  ცენტრის სერვისები ხელმისაწვდომია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.