- ტიმურ დაუდპოტა | 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი;
- სან ჩოი | 2080 Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი;
- ნატო ჩაკვეტაძე | 2080 Ventures-ის პროგრამების დირექტორი საქართველოში;
- დავით ციცქიშვილი | ანტრეპრენერი და ანგელოზი ინვესტორი;
- ირაკლი სვანიძე | სტარტაპ მენტორი, CU -ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- ქეთევან ხუნწარია | Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი;
- ია წულაია | სტარტაპ მენტორი და ანგელოზი ინვესტორი;
- თეკლა გუგუშვილი | Axel-ის საოპერაციო დირექტორი.
CU Founder Sprint-ის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სტარტაპების შექმნასა და განვითარებაში.
CU Founder Sprint არის ორეტაპიანი პროგრამა, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტარტაპის შექმნის რეალური გზა. პროგრამა ხორციელდება გლობალურ ვენჩურულ აქსელერატორ 2080 Ventures-თან და ანგელოზ ინვესტორთა ქსელ Axel-თან პარტნიორობით.
მენტორები ჩართულნი იქნებიან პროგრამის ორივე ეტაპზე - Online Founder Sprint-ის ფარგლებში და დასკვნით იდეათონზე, სადაც მონაწილეები იმუშავებენ გუნდურად და ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
