შეხვდი სტარტაპერს - სანდრო ბოლქვაძე

28 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ქართველი ანტრეპრენერის და ტექ-სტარტაპების თანადამფუძნებელთან და CEO-სთან, სანდრო ბოლქვაძესთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სანდროს ანტრეპრენერული გზის, მის მიერ დაფუძნებული სტარტაპების განვითარების ეტაპებისა და საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორ 500 Global-ის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილების შესახებ.

 

სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ გაკვეთილებზე და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლდა ტექნოლოგიური იდეების რეალურ ბიზნესად გარდაქმნის პროცესს.

 

სანდრო ბოლქვაძე არის კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და რამდენიმე წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპის თანადამფუძნებელი და CEO მათ შორის: Sfero და Widgera.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სანდროსგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები ანტრეპრენერული საქმიანობის დაწყებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სტრატეგიების შესახებ. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.