პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის მენტორები

17 სექტემბერი 2025
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს 10-კვირიან ინტენსიურ სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ს, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით 50 მონაწილეს და მათ მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიური სტარტაპებს!
 
მენტორები 10 კვირიანი პროგრამის ფარგლებში ჩართულები იქნებიან თემატურ სამუშაო სესიებში, რომლებიც მოიცავს სტარტაპის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს: ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, ფინანსებს, პროდუქტის შექმნასა და ბიზნესის ზრდის სტრატეგიებს.
 
CUnicorn+ პროგრამის მენტორებს შორის არიან:
 
  • წარმატებული ანტრეპრენერები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სტარტაპების ექსპერტები;
  • ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მარკეტინგის სპეციალისტები;
  • სტარტაპ აქსელერაციის პროგრამების მენტორები;
  • კორპორატიული ლიდერები.
 
CUnicorn+ ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების წახალისებას, სტარტაპების სწრაფ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას, ქმნის პრაქტიკულად ორიენტირებულ გარემოს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
 
პროგრამის კულმინაცია წარმოადგენს დემო დღეს, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
 
პროგრამის საპრიზო ფონდი - $10 000!
 
“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.
 
 
გაიცანით პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის მენტორები:
 
  • ბობ სმიტი - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება სტარტაპების განვითარებაში, ინვესტიციებსა და სამეწარმეო განათლებაში. გახლავთ რამდენიმე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი და ასევე გახლავთ მენტორი და ტრენერი ეროვნულ პროგრამებში, მათ შორის NSF I-Corps-სა და ICAP-ში.

    ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეწარმეო ინიციატივებს, ქმნის და ახორციელებს ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპ ეკოსისტემების გაძლიერებას.

    მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიას, ბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობას, რაც უნივერსიტეტს ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აქცევს.

 

  • კრის ბერი — გამოცდილი მეწარმე, აღმასრულებელი მენეჯერი და განათლების სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. არის US Market Access Center (USMAC)-ისა და Global Innovation Dojo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სადაც 82 ქვეყნის 5,000-ზე მეტ სტარტაპ დამფუძნებელთან ერთად მუშაობდა მათ სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებაზე, კრიტიკული უნარების განვითარებასა და საერთაშორისო მასშტაბით ზრდაზე.

    ამჟამად კრისი არის Kernel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომლის მისიაა მცირე და მიკრო ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საკრედიტო რესურსები გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, და UC Berkeley SCET-ის გლობალური ელჩი, რომელიც მსოფლიოში მეწარმეობის განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

    მისი გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და მაღალი პოტენციალის მქონე მეწარმეების ზრდის ხელშეწყობაში. 

 

  • ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

     მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში მეწარმეობის მიმართულებით.

    სტარტაპ გუნდების მენტორინგის 7+ წელი გამოცდილება მარკეტინგის, მენეჯმენტის და სტარტაპ ფინანსების მიმართულებით

    სხვადასხვა სამეწარმეო ღონისძიებების, მათ შორის - პრე-აქსელერაციის, აქსელერაციის, ინკუბატორის, ბუთქემფების, ჰაკათონების, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

  • ირო ცაგარეიშვილი - იროს აქვს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში მუშაობის, ისევე როგორც პროექტების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების 7+ წლიანი გამოცდილება.

    ირო არის Axel ( საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი) - ის მმართველი დირექტორი, სადაც ყოველთვიურად რამდენიმე სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა წარდგეს ინვესტორების წინაშე და მიიღოს დაფინანსება.
    იროს როლი აქსელის წევრ ინვესტორებთან კომუნიკაცია, სტარტაპების მოძიება და შერჩევა და აქსელში საინვესტიციო პროცესების მართვაა.

    აქვს ისეთი სტარტაპ ღონისძიებების მართვის, ტრენერობისა და მენტორობის გამოცდილება, როგორიცაა პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ბუთქემფები, სტარტაპ ტრენინგები და ა.შ

  • გიორგი რაზმაძე - ანტრეპრენერი, რომელიც ფლობს 8 წელზე მეტ გამოცდილებას ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნასა და მასშტაბირებაში. მისი კარიერის განმავლობაში გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა კომპანიების ზრდის სტრატეგიებს, პროდუქტების განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და წარმატებულ ბიზნეს-ექსიტებს.

    ამჟამად იგი არის დასაქმების ციფრული ეკოსისტემა Awork-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

    გიორგი ასევე არის მოწვეული ლექტორი BTU-ში, სადაც ასწავლის ინოვაციების მენეჯმენტს და მეწარმეობის საფუძვლებს, აძლევს სტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ხელს უწყობს მომავალი მეწარმეების განვითარებას.

  • ქეთევან ხუნწარია - Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრია და აქტიურად არის ჩართული სტარტაპების სქრინინგ და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

    გარდა ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ანგელოზი ინვესტიციებისა, მას დიდი გამოცდილება აქვს ავტო ინდუსტრიის მოწინავე ბრენდებში, მათ შორის: Porsche, Chevrolet, Volkswagen და სხვა.

    ქეთევანის გამოცდილება, ცოდნა და ანალიტიკური უნარები სტარტაპებს არა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობების მოპოვებაში ეხმარებათ, არამედ მათ სტრატეგიულ განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს.

 

  • იაკო ჯიქია - ანტრეპრენერი, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკრუტინგ პლატფორმაა და მხარდაჭერილია 500 Global-ის მიერ.

    იაკოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორში სტარტაპებისა და ბიზნესების განვითარების მიმართულებით.

    მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების სფეროშიც: მუშაობდა United Payment-ში, Lin&Me-ში (დამფუძნებელი და CEO), ასევე OPPA-ში და PayBox-ში დირექტორთა საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელის პოზიციაზე.