BATCH VI

 

 

 

Opti არის B2B მარქეთფლეის პლატფორმა, რომელიც HoReCa სექტორსა და სურსათის მომწოდებლებს შორის შესყიდვების პროცესს აციფრულებს. Opti ანაცვლებს დღეს არსებულ ქაოსურ კომუნიკაციას სტრუქტურირებული, მონაცემებზე დაფუძნებული სისტემით. Opti-ს დახმარებით რესტორნები, სასტუმროები და კაფეები ამცირებენ ოპერაციულ შეცდომებსა და დანაკარგებს, ხოლო მომწოდებლები ზრდიან გაყიდვების ეფექტურობასა და კლიენტთა მომსახურების ხარისხს.

 

 

 

 

Flexi არის ციფრული პლატფორმა, რომელიც სპორტდარბაზების აბონემენტებს აციფრულებს და ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას. აპლიკაცია აერთიანებს შესვლას, გადახდას და დაჯავშნას ერთ სივრცეში 

 

 

 

 

Hatch არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ონბორდინგ პლატფორმა, რომელიც ავტომატიზაციას უკეთებს თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესს.

ის აერთიანებს კომპანიის ცოდნას ერთიან, ჭკვიან სისტემაში, რაც ახალ თანამშრომლებს ეხმარება სწრაფად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, გუნდს აძლევს ყოველდღიურ კითხვებზე მყისიერ პასუხებს და უზრუნველყოფს უწყვეტ განვითარებას. შედეგად, მცირდება შეცდომები და იზრდება გუნდის ეფექტურობა და პროდუქტიულობა.

 

 

 

 

 

Loadmind ამარტივებს ლოჯისტიკის კომპლექსურ პროცესებს. ჩვენ ვქმნით სწრაფ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს ტვირთის ოპტიმიზაციისა და რეალურ დროში მონიტორინგისთვის იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტური გადაწყვეტილებები მძიმე და გადატვირთული სისტემების გარეშე.

 

 

 

 

 

Kan-Guroo არის ინოვაციური სტარტაპი საერთაშორისო განათლებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI-ზე დაფუძნებულ მიდგომებს იყენებს პროცესების გასამარტივებლად და პერსონალიზებული შესაძლებლობების შესაქმნელად. მონაცემებზე ორიენტირებული ხედვა და ეფექტური სისტემები ქმნის სწრაფ, მარტივ და სტრუქტურირებულ გზას გლობალური გამოცდილებისკენ. 

 

 

 

 

 

Kere არის  მარკეტფლეისი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი სტილის ტანისამოსის შეკერვა გამოცდილ მკერავებთან, რაც ინდივიდუალური ტანსაცმლის დიზაინის შეკვეთას მარტივს, ხოლო წარმოების პროცესს მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის. 

 

 

 

 

 

StudOrga MarTech პლატფორმაა, რომელიც  ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა აქტუალურ ახალგაზრდულ პროგრამას, რაც მომხმარებლებს ინფორმაციული ქაოსის დაძლევაში, ხოლო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიასთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციაში ეხმარება. 

 

 

 

SwipeSights არის ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვის აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს მოგზაურობის ორგანიზების პროცესს.

პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ და შეაფასონ ატრაქციები, დააფიქსირონ საკუთარი პრეფერენციები და ავტომატურად მიიღონ ოპტიმიზებული, დღიურად სტრუქტურირებული მარშრუტები. თითოეული მარშრუტი მოიცავს დეტალურად გაწერილ გადაადგილებას, დროს, სამუშაო საათებსა და შერჩეულ რეკომენდაციებს, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტურ გამოცდილებას მთელი ჯგუფისთვის.

 

 

 

 

 

AI Sakhli არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. სისტემა უზრუნველყოფს პროცესის დაჩქარებას, დროის და ფინანსების მენეჯმენტს.